“იცით, “ნაპოლის” გასახდელში რა ხდება?” – იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ელიფ ელმასის “ლაიპციგში” ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, “პარტენოპეის” გასახდელში არაჯანსაღი სიტუაციაა.
“მაცარიმ გარკვევით თქვა, რომ ფეხბურთელი რომელიც გუნდში ყოფნით ბედნიერი არაა, წასვლაში ხელს არ შეუშლის. ცხადია, ეს სიტყვები ელმასისკენ იყო მიმართული. იმის გამო, რომ მისი ტრანსფერი “ლაიპციგთან” თითქმის შეთანხმებულია, გასახდელში მისი ყოფნა სხვა ფეხბურთელებზე კარგად არ მოქმედებს. ჩრდილომაკედონელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულ გუნდს 25 მილიონისა და ბონუსების სანაცვლოდ შეუერთდება”, – განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, “ლაიპციგს” ელმასის შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა,
თუმცა დე ლაურენტისმა 24 წლის ფეხბურთელთან განშორება არ ისურვა.