Politico – გერმანიის მომავალ მთავრობას ს დასჯა სურს

გერმანიის მომავალ მთავრობას ს დასჯა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის მომავალი კოალიციური მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კოალიციას უნგრეთისთვის თანხების დაკავებისა და ხმის მიცემის უფლების დროებით შეჩერების მიზნით ევროკავშირზე ზეწოლის გაძლიერება სურს.
გამოცემა წერს, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ბლოკი – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) და მოსალოდნელი კოალიციური პარტნიორები „სოციალ დემოკრატები“ შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირს იმ წევრებისთვის, რომლებიც მთავარ პრინციპებს, მაგალითად კანონის უზენაესობას არღვევენ, თანხების შეკავება და ხმის უფლების დროებით ჩამორთმევა მოსთხოვონ.
„არსებული დამცავი ინსტრუმენტები, წესების დარღვევის პროცედურებიდან და ევროკავშირის თანხების დაკავებიდან დაწყებული და დამთავრებული წევრობის უფლებების შეჩერებით, როგორიც ევროკავშირის საბჭოში ხმის მიცემის უფლებაა, უფრო თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, Politico აღნიშნავს, რომ დოკუმენტში უნგრეთი პირდაპირ არ არის დასახელებული, თუმცა ნამდვილად უნდა იგულისხმებოდეს, რადგან უკანასკნელი რამდენიმე წელია მას დემოკრატიული ნორმების დარღვევაში, პრესის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია