ორ ათასს გადააჭარბა მიანმაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

მიანმაში 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 2056 ადამიანს, კიდევ 3900 ადამიანი დაშავებულია. 270 პირი დაკარგულად ითვლება – იუწყება სააგენტო სინხუა. ქვეყნის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა ეროვნული გლოვა, რომელიც 6 აპრილამდე გაგრძელდება.
მიწისძვრიდან სამი დღის შემდეგ მაშველები ნანგრევებში ისევ ეძებენ ადამიანებს.
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მაშველებმა მშენებარე ცათამბრჯენის ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ ერთი ცხედარი, რის შედეგადაც 12 ადამიანს მიაღწია ნაგებობის დანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. ტაილანდში საერთო ჯამში 19 ადამიანია დაღუპული, კიდევ 75 პირი ამ ეტაპისთვის დაკარგულადაა გამოცხადებული.
მიანმაში (ყოფილი ბირმა) 7,7 მაგნიტუდის მოხდა 28 მარტს. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. ტაილანდის გარდა, ბიძგები აღირიცხა ვიეტნამსა და ჩინეთშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით – პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ