მარინ ლე პენზე – მე ვარ მარინი!

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო, მხარდაჭერას უცხადებს.
„მე ვარ მარინი“, – წერს ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მარინ ლე პენის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრი, მატეო სალვინიც.
„ისინი, ვისაც ეშინია ამომრჩეველთა განაჩენის, ხშირად სიმშვიდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოვებენ. პარიზში დაგმეს მარინ ლე პენი და სურთ მისი გარიცხვა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ცუდი ფილმი, რომელსაც ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნებში, როგორიცაა რუმინეთი. მარინ ლე პენის წინააღმდეგ განაჩენი არის ომის გამოცხადება ბრიუსელის მიერ, იმ დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის საომარი იმპულსები შიშის მომგვრელია. ჩვენ არ დავშინდებით, არ გავჩერდებით: მთელი სისწრაფით წინ, მეგობარო!“ – აცხადებს მატეო სალვინი.
მარინ ლე პენის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ თავმჯდომარე და პარტიის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში, ხეერტ ვილდერსი.
„შოკირებული ვარ, მარინ ლე პენის წინააღმდეგ გამოტანილი წარმოუდგენლად მკაცრი განაჩენით. მხარს ვუჭერ და 100 პროცენტით მჯერა მისი, რომ ის მოიგებს აპელაციას და გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი“, – აცხადებს ხეერტ ვილდერსი.
შეგახსენებთ, პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”