რატომ დაარტყა პულისიჩის ნაცვლად პენალტი სანტიაგო ხიმენესმა – სერჟიო კონსეისაომ ეს ამბავი ახსნა

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “მილანი” გასვლაზე “ნაპოლისთან” 1:3 დამარცხდა. მატჩის 69-ე წუთზე “როსონერის” ფორვარდმა სანტიაგო ხიმენესმა პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა.
მექსიკელის მიერ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება გასაკვირი გახლდათ, რადგან როგორც ხშირად ხდება ხოლმე, “ლომბარდიელთა” მხრიდან თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კრისტიან პულისიჩი მიდის.
შეხვედრის შემდეგ “მილანის” დამრიგებელმა სერჟიო კონსეისაომ DAZN-თან ახსნა, რომ გუნდში 3 პენალტისტია და ამ კომპონენტში ვარჯიშებზე სწორედ ეს ფეხბურთელები მუშაობენ.
პორტუგალიელი მოხარულია, რომ პულისიჩმა თერთმეტმეტრიანის შესრულება ხიმენესს დაუთმო, რადგან ეს კლუბში ერთიანობას ნიშნავს და ამერიკელს მექსიკელისთვის გოლების “გვალვის” დასრულება უნდოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში