გოგას სათამაშო დრო შემცირდა – “ორლანდო” “მაიამისთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქმა” “მაიამი ჰიტს” უმასპინძლა და 106:115 დამარცხდა.
“მეჯიქის” რიგებში ტრავმის შემდეგ მოედანს ვენდელ კარტერ ჯუნიორი დაუბრუნდა, გოგა ბითაძემ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
გოგამ პარკეტზე 12:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
კარტერ ჯუნიორმა 23:23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ჰიტის” მსროლელი ტაილერ ჰირო გახდა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, “ორლანდო” 16 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. “მეჯიქი” მომდევნო მატჩს 24 დეკემბერს, “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ჰიტი” 16 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილი გუნდი 23 დეკემბერს “ატლანტა ჰოუქსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში