ირაკლი : ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების სტარტაპერები 3 წლის განმავლობაში 0%-ით დაიბეგრებიან

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტარტაპერებისთვის, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, სამი წლის განმავლობაში ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.

“ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი, ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენ ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გადაქცევას”. – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივა ასევე ითვალისწინებს, საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან  მომსახურების შექმნით არიან დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”