პრეზიდენტი – სასამართლოს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის – იმედი მაქვს, მომავალ წელს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ვნახავთ

სასამართლოს, მართლმსაჯულების [დამოუკიდებლობის] არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის – იმედი მაქვს, მომავალ წელს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ვნახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, „მართლმსაჯულების სახლის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას უკავშირდება.
„სასამართლო, მართლმსაჯულება არის ის, რაც ალბათ, ყოველივე ქართველს ამოძრავებს. რის არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას და ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის. იყო პროგრესი, იყო რეგრესი, იყო ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, რომ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს ვნახავთ [გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას], იმიტომ რომ ევროკავშირის მიერ მონიჭებულის სტატუსისა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს