აშშ-მა ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა

აშშ-მა ამერიკელი პატიმრების სანაცვლოდ ვენესუელის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კერძოდ, ვენესუელის მთავრობამ 20 ოპოზიციონერი და 10 ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირი, ბიზნესმენი ალექს სააბი შეიწყალა.
ალექს სააბს კარაკასის აეროპორტში პრეზიდენტ მადუროს მეუღლე, ხოლო პრეზიდენტის სასახლეში თავად მადურო დახვდა. მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ არ მიატოვა.
ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობების ახალი ეპოქისკენ გადადგმული ნაბიჯია.
სააბს, რომელიც მაიამის ფედერალურ ციხეში 2021 წლიდან იყო დაკავებული, ამერიკელი პროკურორები 350 მილიონი დოლარის მითვისებასა და ვენესუელელი ოფიციალური პირების მოსყიდვაში ადანაშაულებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით