დონალდ ტრამპი – თუ ირანი ბირთვულ შეთანხმებას არ დადებს, იქნება დაბომბვა

აშშ-ის პრეზიდენტი, ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს.
“თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ”, – აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
ამასთან, -ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს შანსი, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, მის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს ოთხი წლის წინ გააკეთა.
ცნობისთვის, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს. ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან „მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“.
ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.
„პირდაპირი მოლაპარაკებები (აშშ-თან) უარყოფილია, მაგრამ ირანი ყოველთვის იყო ჩართული არაპირდაპირ მოლაპარაკებებში და ახლაც, უზენაესმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკებები კვლავ შეიძლება გაგრძელდეს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ