ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, ღონისძიებას ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო

ქვეყანაში ეროვნული გვარდიის დღე აღინიშნა. დღის ბოლოს, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია “არმიჰოლში” შედგა.
სიმღერა “ფრთამოტეხილი მაფშალია”, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის – ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა, ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური, უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიდეორგოლზე მომუშავე პირები მინისტრმა მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
“გვარდია არის ჩვენი თავდაცვის ძალების ფუნდამენტი, რაზეც დავაშენეთ ჩვენი თავდაცვის დღევანდელი ძალები. ვამაყობთ ყველა გვარდიელით. მინდა, მივულოცო ვეტერანებს ეს დღე”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა