ნატო-ში აშშ-ის ელჩი – ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა, – ამის შესახებ ნატო-ში -ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ცოტა ხნის წინ რუსეთს მიაწოდა დამატებითი იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ს ფედერაციას სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი გადასცა”, – აღნიშნა ჯულიან სმიტმა.
მისი განმარტებით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში კონტეინერების სატვირთო გემებით მოძრაობა თანამგზავრების მიერ დაფიქსირდა.
„მტკიცედ ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას რუსებისთვის ისეთი იარაღის გადაცემისთვის, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელ ხალხზე, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
მისი განმარტებით, ვაშინგტონი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან, სანაცვლოდ, სხვა სამხედრო ტექნოლოგიების მიღება სურს და შესაძლოა, ფხენიანმა მოსკოვს გამანადგურებელი თვითმფრინავები, მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ასევე ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა მოსთხოვოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო