ლაშა ბუღაძე: მარშზე გამოსვლა – ესაა მინიმუმი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება. ქალების მარში იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ქალები ბრაზობენ ქალის წამების გამო

“გუშინ მთელმა საქართველომ გაიგო, როგორ აწამეს და შეურაცხყვეს პოლიტიკოსი ქალი, საღამოს იყო მარშიც “ქალები სისტემის ძალადობის წინააღმდეგ”, სადაც კანტი-კუნტად თუ იყვნენ კაცები – სულ რამდენიმე.

უმეტესედ, როგორც ყველგან პროტესტში, აქაც ქალები იყვნენ, რაც ერთი მხრივ საამაყოა და მეორე მხრივ სამწუხაროც, რადგან გუშინ ნამდვილად ველოდი ამ მარშზე მეტ კაცს. ცნობილ ქალს თუ ასე მოექცნენ, კაცებო, ვერ ხვდებით, რომ იგივე შეიძლება დაემართოთ თქვენს ქალიშვილებს, დედებს, დებს, ცოლებს, ადამიანებს, ვინც გიყვართ?! მარშზე გამოსვლა – ესაა მინიმუმი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება. ქალების მარში იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ქალები ბრაზობენ ქალის წამების გამო,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს