– ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, – თქვა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.
ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.
შეკითხვაზე, – რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს? – დონალდ ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ. სინამდვილეში, ეს არ მადარდებს. გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი 2-4 აპრილს გრენლანდიას ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს დანიის ნახევრადავტონომიური ტერიტორიის ახალ მთავრობასთან.
„მე მოუთმენლად ველოდები გრენლანდიასა და დანიას შორის მჭიდრო და სანდო თანამშრომლობის გაგრძელებას“, – ნათქვამია დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გრენლანდიაში მეტე ფრედერიკსენის ვიზიტი კუნძულთან დაკავშირებით აშშ-თან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკეთა განცხადება გრენლანდიის ანექსიასთან დაკავშირებით.
28 მარტს გრენლანდიაში იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელმაც განაცხადა, რომ დანიას გრენლანდიის ხალხისთვის კარგი სამუშაო არ ჩაუტარებია. მისი თქმით, დანიას გრენლანდიის უსაფრთხოებაში საკმარისი ინვესტიცია არ ჩაუდვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…