“ბარსელონამ” აუტსაიდერს ძლივს მოუგო

ლა ლიგის მე-18 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ალმერიას“ 3:2 სძლია და ყველა ტურნირზე სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
სერხი რობერტომ დუბლი შეასრულა, რაფინიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უამრავი მომენტი ვერ გამოიყენეს, ორჯერ დაწინაურდნენ, მეტოქემ ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება კატალონიურ გუნდს დარჩა.
„ბარსელონა“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 4 იანვარს პამპლონაში „ოსასუნასთან“ ჩაატარებს.
ბარსელონა – ალმერია 3:2