ბითაძის მაგარი მატჩი – “ორლანდომ” “საკრამენტო კინგსი” დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” შინ “საკრამენტო კინგსი” 121:91 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ორლანდოს” ლიდერი პაოლო ბანჩერო გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა 30 წუთში 24 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
“საკრამენტოდან” დემარ დეროუზანმა 29 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, “ორლანდო” 36 გამარჯვებითა და 39
მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ შეხვედრას 1-ელ აპრილს “ლოს ანჯელეს კლიპერსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში