იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!

იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების ში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა! – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა სწორედ ქართველ გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც, ამ ღალატთან დაკავშირებით კი, “ლაზარეს გამგმირებლების” პროტესტი არ ახსენდება.
მაჭავარიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგსა და ჰააგაში სასამართლოების მოგებით, პასუხისმგებლობა ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ, შესაბამისად, ახლა, როცა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს ყველაფერს, შეშინებული რეჟიმი ცდილობს, ეს პროცესი როგორმე გადაფაროს.
“იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
ყველას შეგახსენებთ, რომ რეჟიმმა სწორედ ჩვენს გმირებს დააბრალა ომის დაწყებაც და ომის დანაშაულების ჩადენაც. რატომღაც, არ მახსენდება ლაზარეს გამგმირებლების პროტესტი ამ ღალატთან დაკავშირებით.
ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად, სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოვიგეთ სასამართლო პროცესები და ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთსა და სეპარატისტებს დაეკისრათ.
ამ ყველაფერს ახლა დროებითი საგამოძიებო კომისია იძიებს და, შესაბამისად, შეშინებული რეჟიმი და მისი მხარდამჭერები სხვადასხვა ბინძური სპეკულაციით ცდილობენ ამ პროცესის თითქოსდა გადაფარვას.
პირველივე დღეებში უკვე გამოიკვეთა, რომ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თანამდებობის პირები იღებდნენ. უკვე გამომჟღავნდა ის, რომ რეჟიმმა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადადგა და გაწირა კოდორისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სასიკვდილოდ.
კიდევ ძალიან ბევრი რამ გამომჟღავნდება და რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!” – წერს ლევან მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო