– საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო, ეს არის ღალატის კომისია – ვიზუალურად და აღქმით ეს ცირკი და მასკარადია

ვიზუალურად და აღქმით ეს ცირკი და მასკარადია, მაგრამ შინაარსი და მიზნები ძალიან მტრულია – საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო, ეს არის ღალატის კომისია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა მ, საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კომისიაში გაკეთებულ განცხადებებს უკვე ს დუმაში ციტირებენ და ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ.
„ვიზუალურად და აღქმით ეს ცირკი და მასკარადია, მაგრამ შინაარსი და მიზნები ძალიან მტრულია, ვირეშმაკობა, რომ ის ხალხი, რომლებიც საქართველოს იცავდნენ დასაჯონ და პასუხი მოსთხოვონ.
საქართველოს დამცველებს სთხოვენ პასუხს, თუ რატომ დაიცვეს საქართველო. ეს არის ღალატის კომისია და რომელიც რეპრესიების საშუალებაა.
ამ კომისაზე გაკეთებულ განცხადებებს უკვე ს დუმაში ციტირებენ, წულუკიანს ციტირებენ და კარგია, როცა ისინი ამას საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ?
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე არ ვისაუბროთ და ყურადღება ამაზე გადმოვიტანოთ. საქმე არ აქვთ. ჟანრის კლასიკაა, ვერაფერს და ვერავის ვერ გააუქმებენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – კიდევ უარესი, თუ ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად – მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ