“ფატიჰ კარაგუმრუკი” შოთას სადებიუტო მატჩში დამარცხდა

როგორც იცით, 11 დეკემბერს „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მწვრთნელად დანიშნეს, დღეს კი მისი გუნდი ერთ-ერთ ლიდერ „გალათასარაისთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა, შეცვლაზე შესულმა სერდარ დურსუნმა კომპენსირებულ დროში “გალათასარაის” გაუტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.
„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა და 23 დეკემბერს „გაზიანტებს“ უმასპინძლებს.
გალათასარაი – ფატიჰ კარაგუმრუკი 1:0
გოლი: აკტიოროღლუ (40)