ყველაფერი შეთანხმდა – პსჟ-ის მფლობელი კომპანია ესპანურ გუნდს ყიდულობს

L’Equipe-ს ინფორმაციით, კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პსჟ-ის მფლობელია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “მალაგას” შეძენასთანაა ახლოს.
ორგანიზაცია დიდი ხანია იკვლევს სხვადასხვა საინვესტიციო ვარიანტს ევროპაში და, როგორც რამდენიმე გამოცემა იტყობინება, QSI-მ “მალაგას” შეძენა თითქმის დაასრულა.
ამჟამად სეგუნდა დივიზიონის ბინადარი კლუბის სავარაუდო ღირებულებად 100 მილიონი ევრო სახელდება. “მალაგა” ამჟამად კატარელი შეიხ აბდულა ალ-ტანის საკუთრებაა, მაგრამ კლუბის ფინანსურ მხარეზე ეს არ ისახება.
გეტყვით იმსაცა, რომ QSI ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთი ბელგიური კლუბის ყიდვაზეც, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }