ვანო ბეჟაშვილი: ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს, ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს

“სოციალურ ქსელში  ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც  მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს  ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია   ჩემი უკმაყოფილებით,  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული“- წერს სოციალურ ქსელში ვანო ბეჟაშვილი.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ის განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში.

ამასთან, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.

“სოციალურ ქსელში  ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც  მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს  ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია   ჩემი უკმაყოფილებით,  საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის, ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ხალხს.
ასევე ვთხოვ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,” – წერს ვანო ბეჟაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები დააზიანებს ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს – მზად ვართ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები