მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters მიანმარის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 732 ადამიანი დაშავებულია.
ცნობისთვის, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში