ანა ნაცვლიშვილი – როცა ცარიელი ფურცლისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი – როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ცარიელი ფურცლისთვის ადამიანების დაკავება არის ავტორიტარიზმი.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, სამართალდამცველები ემსახურებიან საოკუპაციო რეჟიმს.
„როცა ცარიელი ფურცლის ჭერისთვის ადამიანებს აკავებენ, ეს არის ავტორიტარიზმი (მაგ. რუსეთში ხდება ასე).
როცა ეროვნული გმირის სახელის ხსენებისთვის აკავებენ, ეს არის საოკუპაციო რეჟიმი.
დღეს „ქართული ოცნება“ არის საოკუპაციო რეჟიმი!
და თქვენ, ფორმიანებო, საქართველოს არ ემსახურებით, თქვენ ემსახურებით საოკუპაციო რეჟიმს“,- წერს ნაცვლიშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე და შესაბამის ფოტოს ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ინგა ჩახვაშვილი: რა სადიზმია ადამიანი, ჯანმრთელობაშერყეული ყოველ პროცესზე ატარო რუსთავიდან მინიმუმ 5 საათი, 9 საათი ფეხზე იდგეს და ღამით კვლავ 5 საათი უკან გზაზე დატანჯო მშიერი, ძალაგამოცლილი. ეს არის თქვენი სახე, ქოცებო