პუტინი: რუსეთის მოკავშირეები, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, შესაძლოა, მოლაპარაკებებში ჩაერთონ

27 მარტს, ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლებელი იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში  რუსეთის მიმართ “მეგობრულად განწყობილ” ქვეყნებსაც მიეღოთ მონაწილეობა.

არხანგელსკის ბირთვული წყალქვეშა გემის მეზღვაურებთან საუბრისას, პუტინმა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ჩრდილოეთ კორეა დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც, მისი ხედვით, შესაძლოა მოლაპარაკებების მონაწილეები გახდნენ.

პუტინმა ჩრდილოეთ კორეა „პარტნიორად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის გასულ წელს ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

ხელშეკრულების თანახმად, ქვეყნები ვალდებულნი არიან, რომ შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს “ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით” დაეხმაროს. პუტინის თქმით, ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობა “სამხედრო-ტექნოლოგიურ და სამხედრო სფეროში“ გრძელდება.

პუტინმა ასევე დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა მოლაპარაკებებში რუსეთის მოტყუების მცდელობაში და განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოები კრემლის შეცდომაში შეყვანას “განუწყვეტლივ ცდილობენ”.

პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი “ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიესალმება, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – კრივი-რიჰში რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს რეაქცია გულდასაწყვეტია – სიტყვა „რუსულის“ ხსენებისაც კი ეშინიათ, როცა საუბრობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა

ირაკლი კობახიძე – სამწუხარო და დასანანია, რომ ცალკეული საელჩოების და ორგანიზაციების მოქმედებები ღირებულებებს არ ეფუძნება – ექსტრემისტულ, რადიკალურ აქტივობებს კონკრეტული განცხადებებით ახალისებენ უცხოელი კოლეგები

ირაკლი კობახიძე – ცესკო პასუხისმგებელია იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები – ყველა წინა არჩევნები ძალიან გამართულად ჩაატარეს, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს