საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები აქციას მართავენ.
ადგილზე შეკრებილები საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომიდან გამოსულ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ, გოგა ხაინდრავას მოქალაქეები შეძახილებით შეხვდნენ. მოქალაქეებსა და ხაინდრავას შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც იყო.
„გოგა ხაინდრავა, მხედრიონელი ადამიანი გამოდის და ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებს, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია მიიღო. ამ ფაქტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიცია გოგა ხაინდრავას გადაეფარა.
თეა წულუკიანი, რომელიც უთავმოყვარეოა, „პრავებს უკაჩავებს” გენერლებს, გმირებს, რომლებმაც საკუთარი სამშობლოს გამო ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ახალგაზრდობა და ყველაფერი გაწირეს. უბრალოდ, ნამუსის და თავმოყვარეობის საკითხია ის, რომ ყველა, ვისაც საკუთარი სამშობლო უყვარს გამოვიდეს და საკადრისი პასუხი თეა წულუკიანს გავცეთ”, – აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.
