სენატმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო პაკეტის დამტკიცების საკითხი მომავალი წლის იანვრისთვის გადადო

უკრაინის და ისრაელის დახმარებას, შეერთებული შტატები წელს უკვე ვეღარ დაამტკიცებს. ეს გაირკვა გაჭიანურებული მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ადმინისტრაციის წევრებსა და კანონმდებლებს შორის კონგრესში მიმდინარეობს. რესპუბლიკელებმა აიძულეს დემოკრატები, უკრაინის დახმარების თემისთვის, საიმიგრაცო რეფორმის და საზღვრის საკითხები მიებათ. დეტალები ადვილად მოსალაპარაკებელი არ აღმოჩნდა, რამაც შეუძლებელი გახადა, ომში მყოფი უკრაინის დახმარების წლის ბოლომდე დამტკიცება.
სენატის რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კიევის დახმარების საკითხი უმნიშვნელოვანესია, თუმცა დემოკრატების პროექტის მიღებაზე უარი, ერთადერთი გზა აღმოჩნდა, საზღვრის საკითხებზე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად.
შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ესმის, რომ კონგრესის საშობაო შვებულებაში გასვლამდე, უკრაინის დახმარების საკითხის დამტკიცება ვერ მოხერხდება. იმის მიუხედავად, რომ პარტიების ლიდერები კაპიტოლიუმის მთაზე მოლაპარაკებებზე სხედან.
, რომელიც 1 კვირის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და კონგრესის ლიდერებს შეხვდა, იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები ს არ უღალატებს და მიღწეული შეთანხმება შესრულდება. დახმარების პაკეტში, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე