წელს დამატებით 2 ლიცენზია გაიცა – რომელი კომპანიებია ჩართული ღია ბანკინგის სისტემაში?

ღია ბანკინგის მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ ერთპარტიულ პარლამენტში 27 მარტს განაცხადა და საკითხზე მუშაობის პირობა დადო. გალდავას თქმით, ღია ბანკინგის სისტემა დეცენტრალიზებულად გაკეთდა, რაც იმის მიზეზი ჰგონია, რომ ის სრულყოფილად არ მუშაობს.