BDO Digital და „ანაგი“ – ERP სისტემით ციფრული ტრანსფორმაციისკენ

თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, შესაბამისად ციფრული ტრანსფორმაცია, განსაკუთრებით პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყველა კომპანიისთვის სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს სამშენებლო ბაზრის ლიდერმა კომპანია „ანაგმა“, BDO Digital-თან თანამშრომლობით დაიწყო ERP (Enterprise Resource Planning) სისტემის დანერგვა. აღნიშნული კოლაბორაცია მიზნად ისახავს კომპანიის ოპერაციული ეფექტურობის გაძლიერებას, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და მენეჯმენტისთვის გადაწვყეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.
ანაგის შესახებ
„ანაგი“ უკვე 35 წელია საქართველოში წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომლის პორტფელშიც შედის მასშტაბური საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული პროექტები. ორგანიზაციაში 3000-მდე თანამშრომელია დასაქმებული სხვადასხვა მიმართულებით.
კომპანიის მასშტაბი და მრავალფეროვანი ოპერაციები მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, რომლებიც უფრო ეფექტურს გახდის ბიზნეს პროცესებს და მნიშვნელოვნად გაამარტივებს მენეჯმენტის საქმიანობას. სწორედ ამიტომ, „ანაგი“ აქტიურად ახორციელებს ინოვაციებს, რათა დარგში მომავალი სტანდარტები დანერგოს დღეს.
მთავარი გამოწვევები
სხვადასხვა დეპარტამენტი განსხვავებულ სააღრიცხვო სისტემებს იყენებდა, რაც ინფორმაციის დროში არაეფექტურ მიმოცვლას, დაკარგვას და დუბლირებას იწვევდა,რის გამოც საჭირო ხდებოდა მონაცემების მრავალჯერადი გადამოწმება, რაც ბიზნეს პროცესებს ართულებდა და დიდ დროით რესურსს მოითხოვდა.
ERP სისტემის დანერგვა: ახალი შესაძლებლობები
BDO Digital-თანთანამშრომლობისფარგლებში, “ანაგმა” დაიწყო ERP სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციულ გაუმჯობესებას, მისი დახმარებით, ერთ სისტემაში გაერთიანდება ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორიც არის ფულადი სახსრების მართვა, ძირითადი საშუალებები, შესყიდვები, მარაგების მართვა, პროექტების შემოსავლები და ხარჯები, ადამიანური რესურსის მენეჯმენტი და ფეიროლი. მენეჯმენტს შესაძლებლობა ექნება თითოეული პროცესის ზუსტ და დროულ მონაცემზე ჰქონდეს წვდომა, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. აღსაღნიშნავია რომ ERP სისტემა შეამცირებს მანუალურად შესრულებად ოპერაციებს, ავტომატიზაციის შედეგად ადამიანური და დროითი რესურსი დაიზოგება, ამავდროულად მნიშვნელოვნად შემცირდება ოპერაციული რისკები ტექნიკური შეცდომების მინიმიზაციით.
პროექტის მიმდინარე ეტაპი და სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის პირველი ფაზა, რომლის ფარგლებშიც ERP სისტემის საწყობის მოდული უკვე დანერგილია რამდენიმე მსხვილ სამშენებლო ობიექტზე, სადაც საწყობის მართვის პროცესები შესამჩნევად გამარტივდა: მარაგების აღრიცხვა დინამიური, შესყიდვების პროცესი კი უფრო გამჭვირვალე გახდა.
BDO Digital აქტიურად თანამშრომლობს “ანაგთან”, იმისთვის რომ სისტემა დაინერგოს ყველა განყოფილებაში და მოხდეს ბიზნეს პროცესების სრული ცენტრალიზაცია. ERP სისტემის ინტეგრაციის დროს განხორციელდა ოპერაციების სიღრმისეული ანალიზი და ოპტიმიზაცია,რამაც „ანაგს“ შესაძლებლობა მისცა აქტიურად აითვისოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია. აღნიშნული ინოვაციური მიდგომა კომპანიას დაეხმარება კიდევ უფრო გაამარტივოს ოპერაციების კოორდინაცია და უზრუნველყოს ერთგვაროვან მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობა. BDO Digital და “ანაგი” ერთად აყალიბებენ სამშენებლო ინდუსტრიის გაციფრულების ახალ სტანდარტს საქართველოში. ERP სისტემისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის დასრულების შემდეგ, კომპანია მიიღებს სრულად ცენტრალიზებულ ბიზნეს პროცესებს, რომელიც მას უზრუნველყოფს გამჭვირვალობით, ზრდის შესაძლებლობითა და მართვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებით.
(R)