რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად შეუტიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.
“რუსი სამხედროები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი, სამოქალაქო მოსახლეობის ტერორს. რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასიურად დაესხნენ პოლტავას. მათ მიზანმიმართულად დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელი შენობებსა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის საწარმოების ადმინისტრაციულ შენობებს“, – აცხადებენ გენშტაბში.
განცხადებაში ხასგასმულია, რომ მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.
„ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სჩადიან სამხედრო დანაშაულებს. მათ არ აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ისინი აღირიცხება, დოკუმენტირება ხდება და გადაეცემა შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებს. სასჯელი გარდაუვალია“, – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
ცნობისთვის, რუსებმა პოლტავას შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
