უმადურობის აქტს” გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება – ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა

უმადურობის აქტს” გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, ამ ყველაფერს მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება – ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა
“დიფ სთეითის” ნარჩენები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მტრობას, ვერ ინელებენ ამხელა მხარდაჭერის და ამხელა ფულის ფასად ძვრა რომ ვერ უყვეს ვერც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ვერც ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას, – ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, -ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ “მეგობარი აქტის” მიღებას.
ის მიიჩნევს, რომ “მეგობარი აქტს”, რომელსაც “უმადურობის აქტს” უწოდებს, გრძელი გზა აქვს გასავლელი, სანამ კანონის სახეს მიიღებს, შესაბამისად, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი 31 მარტის აქციისთვის მუხტის ასაწევად არის გამიზნული.
“”დიფ სთეითის” ნარჩენები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მტრობას, ვერ ინელებენ ამხელა მხარდაჭერის და ამხელა ფულის ფასად ძვრა რომ ვერ უყვეს ვერც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ვერც ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას.
აი დღესაც გაუგებარმა კანონპროექტმა, დაახლოებით ათ კანონპროექტთან ერთად დახურულ ფორმატში გაიარა საგარეო კომიტეტი.
ამ “უმადურობის აქტს” გრძელი გზა აქვს გასავლელი სანამ კანონის სახეს მიიღებს, წარმომადგენლობითი პალატის პლენარული, სენატი და ბოლოს ტრამპის ხელმოწერა, ამ ყველაფერს კი მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.
ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის 31 მარტის აქციისთვის მუხტის აწევა, მაგრამ რამდენჯერ უნდა ვნახოთ მსგავსი სურათი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ასე იქნება ახლაც.” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
Next: ჩვენს ევროპელ, ჭკუის მასწავლებელ მეგობრებს ვურჩევდი, თავი დაანებონ საქართველოსთვის მითითებების მიცემას – ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავად განსაზღვრავს თავის პოლიტიკას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს