ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე
საქართველოს და უნგრეთს ერთმანეთთან აკავშირებს განსაკუთრებულად მჭიდრო თანამშრომლობა, უნგრეთი არის საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს მილანში განუცხადა.
მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და, რა თქმა უნდა, კომისიის სხდომა, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, ემსახურება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვას. საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და თანამშრომლობის სხვა სფეროებზე. მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ურთიერთობების განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს