სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარი აქტს”

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარი აქტს” – საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შესახებ, რომელიც ითვალისწინებს -ის დახმარებას საქართველოს დემოკრატიული პროგრესის შემთხვევაში.
კანონპროექტის სრული დასახელებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (აბრევიატურა – MEGOBARI) და ის თავდაპირველად გასული წლის მაისში კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა.
5 მარტს “მეგობარი აქტი” სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, ჯინ შაჰინმა. 24 მარტს კანონპროექტის თანასპონსორი გახდა კიდევ ორი სენატორი – რესპუბლიკელი პიტ რიკეტსი და დემოკრატი კრისტოფერ კუნსი.
ვრცლად:radiotavisupleba.ge