ისრაელმა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა გადაიტაცა

27 მარტს სარაკეტო განგაში გაისმა ს სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, თელ-ავივში.

იემენის ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მეამბოხეებმა მიზანში ამოიღეს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი თელ-ავივის მახლობლად, ასევე სამხედრო სამიზნეც, და თავს დაესხნენ ამერიკულ სამხედრო გემს.

შესაძლო დარტყმების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არ ყოფილა. იემენელი მეამბოხეების თქმით, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, -ის სამხედროებმა 26 მარტს კვლავ შეუტიეს ორგანიზაციის პოზიციებს იემენში.

მათთან დაკავშირებული მედია იტყობინება სულ 15 საჰაერო თავდასხმის შესახებ დედაქალაქ სანაასა და მის შემოგარენში.
ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს. მათ ისრაელზე შეტევა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი მოწყობილობებით დაიწყეს 2023 წლის ოქტომბერში, ისრაელსა და პალესტინის ექსტრემისტულ დაჯგუფებას, ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შორის ღაზაში ომის დაწყების შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ ახლახან გააძლიერა თავისი სამხედრო ოპერაციები იემენში, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ობიექტებზე, მეამბოხეების განმეორებითი თავდასხმების შემდეგ საერთაშორისო სანაოსნო მარშრუტებზე წითელ ზღვაში.
ფორუმი