ბექა ქურხული: ისე რომ იცოდეთ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ყველაფერი კარგად გვახსოვს!.. Ძირს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი!.. Დიდება გმირებს!.. Დიდება საქართველოს!..

მწერალი, ბექა ქურხული:
Ბიძინა ივანიშვილი, , , მთელი ეს კრემლის შნირების კამანდა ვისაც დღეს ქვეყნის სასაცილოდ, ქვეყნის ხელისუფლებად მოაქვთ თავი, თქვენსა და თქვენი მოდგმის პატრონებს ომში რა გინდათ, მაგრამ ისე რომ იცოდეთ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და ყველაფერი კარგად გვახსოვს!..
Ძირს ს საოკუპაციო რეჟიმი!..
Დიდება გმირებს!..
Დიდება საქართველოს!.. ✌️✊🇬🇪✌️✊
* * *
ერთი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.
ყველაზე საშინლად რა მახსენდება და, არც ცხინვალის თავზე დამდგარი მტვერი, შიგ ცეცხლის ალები რომ ელავდა, არც ყვითელი “ბოგდანებით” ჩამოყვანილი, ბატებივით დაბნეული რეზერვისტები, ავტომატი რომ უვარდებოდათ ხელიდან. არც საბურავებშემომწვარი, “დისკებზე” წამოსული “კობრები”, არც ჩვენი მხეცივით ბიჭები, მერამდენედ რომ მოიგეს და სანამ წყალი დალიეს, მტვერი გაიბერტყეს და ჭრილობა გადაიხვიეს, ისევ წაგებულები აღმოჩნდნენ.
არც ჩემი თამარაშნელი ძმაკაცები, ვახო და დათო ყაზახაშვილები, დანარჩენ ხეობელებთან ერთად რომ რეკავდნენ და სულ ერთი და იგივეს ეკითხებოდნენ: “დგაა ბიჯო შენი სახლი?… შენი დაწულია?… მა, ვხედავდი როგორ წაუკიდეს ცეცხლი, ჩამეწვა შიგა ყველაფერი… ე, დალოცვილი ჩვენი ხეობაი, სად დარჩა, ვინა ბოგინობს ეხლა იქა… საციხე გამოსულა ალყადანა… რას ლაპარაკობ, ცოცხალია ბიჯო ეგა?… ეგ გიჟი, აქ უნდა მოვკვდეო, რა გვაგინა იცი, რო გამოვდიოდით, სად მიდიხართო… გადაურჩათ მაინც არა, ეგ საციხეი მართლა…” არც ეგა, არც რუსების ბლატაობა არ მახსენდება ისე მწარედ, ამოდენა ხალხი ეგრე ხელებჩამოყრილები რომ ვუყურებდით და ხუთი გიჟი არ გამოჩნდა, რომ თოფით ხელში, ტყისკენ გავარდნილიყო. რავი, ერთმანეთს ხოშიანად ვხოცავთ ცერად გახედვაზე… მოკლედ მთელს ამ ცოდვის ტრიალში ყველაზე ცუდად ერთი ქვემო არცეველი ბებო მახსენდება. ტიროდა… აწყნარებდნენ, ანუგეშებდნენ – ჩუ ნუ ტირიხარ, ნუ გეშინიაო. ერთი მუჭოსტოლა ბებო იყო, მიწაზე მუშაობისგან წელში მოხრილი, დიდი ნაჯაფარ ხელებით იწმენდდა ცრემლებს, ლურჯი თვალები ჰქონდა და შავები ეცვა, უხმოდ ტიროდა, სულს ვეღარ იბრუნებდა სიმწრისგან. კარგი. კარგი რა გატირებს, ნუ გეშინიაო…
რაღა რა მატირებს, გენაცვალოთ ბაბოი, ამბავი მოიტანეს, ზეით ტყისკენა ჩვენი არცეველი ბიჭები ჩაუხოცნიათ რუსებსაო…
რამდენჯერაც ეს გამახსენდება ყველაფერი მეზიზღება. სხვისა არა, სხვებს რას ვერჩი, ჩემი მეზიზღება ყველაფერი. რო ვსუნთქავ, ისიც კი მიტყდება.
აღარც ვიხსენებ. ვიმალები.