Reuters – „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

„ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ორი რაკეტა თავდაცვის ძალებმა ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე ჩამოაგდეს.
სარაკეტო საფრთხის გამო, ცენტრალურ ისრაელში, იერუსალიმსა და მიმდებარე ქალაქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ცნობისთვის, ისრაელის მიერ ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ „ჰუსიტები“ ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებენ. 15 მარტის შემდეგ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება