ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე – მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიციას ერთად მუშაობა შეუძლია.
“მნიშვნელოვანია, ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ოპოზიციას ერთად მუშაობა შეუძლია ქვეყნის ინტერესისთვის, მათ შორის კონკრეტულ საკითხებზეც, რომელზეც შესაძლებელია, წარსულშიც და დღესაც გვქონოდა ან გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები. შეიძლება, საერთო კოალიციური ერთი სია ან ბლოკი არ არსებობდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ერთიანი სტრატეგია. ჩვენ, უმოკლეს ვადებში დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ხორცი შევასხათ ამ კონკრეტულ ინიციატივას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება დანარჩენი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ნებისმიერი სახით თანამშრომლობა მიუღებელია.
“მე ჩემს თავს ვხედავ მთავარ ოპოზიციურ ცენტრში, სადაც იქნება ყველა, ვინც არის პარლამენტში, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და გახარიას პარტიისა. მათ აქვთ თავიანთი განცხადებული მიზნები და ცალკე გადიან… მე მგონია, რომ ეს არის [მცდელობა] “ნაციონალური მოძრაობის” გაფართოება პატარა პარტიების ხარჯზე,” – აღნიშნა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს