დღეს შეხვედრებს ესტონეთში გამართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია, სადაც ესტონეთის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება.
ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტალინში დღეს სალომე ზურაბიშვილი ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება, ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და კომიტეტის წევრებთან.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის განმარტებით, ესტონეთში ვიზიტისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანალიტიკოსებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), სადაც მას ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკი უმასპინძლებს. ტალინში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”