პრეზიდენტი მაკრონი აცხადებს, რომ სთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია

დღეს, 27 მარტს პარიზში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიდერები იმ ქვეყნებისა, რომლებიც პოტენციურად მზად არიან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ც, რომელიც პარიზში ერთი დღით ადრე, 26 მარტს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სთვის სანქციების მოხსნას არ აპირებენ და მათ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. მაკრონის თქმით, სანქციები რუსეთის აგრესიის შედეგია, ამიტომ მათი მოხსნაც დამოკიდებულია იმაზე, გააკეთებს თუ არა რუსეთი არჩევანს საერთაშორისო სამართლის სასარგებლოდ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ში ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის ნაცვლად ახალ პირობებს აყენებს.
საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული -უკრაინის და -რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
მოსკოვი მოითხოვს სანქციების მოხსნას „როსსელხოზბანკისა“ და სურსათის და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, უცხოეთის პორტებში მომსახურების შეზღუდვის გაუქმებას რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებსაც სურსათი და სასუქები გადააქვთ და რუსეთისთვის ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდების აღდგენას.
26 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა მ პარიზში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ რუსეთის მოთხოვნებს წინააღმდეგობას გაუწევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული