ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა და ჯგუფის გადადგომა მოითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
ჰამასის ნიღბიანმა წარმომადგენლებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაარბიეს. ისინი ხელკეტებით დაესხნენ თავს აქციის რამდენიმე მონაწილეს.
ვიდეოებში, რომლებსაც სოციალურ მედიაში ჰამასის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტები ავრცელებდნენ, ჩანს, რომ ახალგაზრდები ღაზას ჩრდილოეთით, ბეიტ ლაჰიას ქუჩებში მსვლელობას აწყობდნენ და სკანდირებდნენ “გამოდი, გარეთ, გამოდი ჰამასიდან”.
ჰამასის მხარდამჭერებმა პროტესტის მონაწილეებს მოღალატეები უწოდეს.
პროტესტი მოჰყვა იმას, რომ ისრაელმა განაახლა ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები.
„ეს მოჰყვა ჰამასის განმეორებით უარს ჩვენი მძევლების გათავისუფლებაზე, ისევე როგორც ყველა იმ წინადადებაზე, რომელიც მან მიიღო -ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფისა და შუამავლებისგან“, – ნათქვამია ს პრემიერ-მინისტრ ს ოფისის განცხადებაში.
აცხადებს, რომ ამიერიდან იმოქმედებს „მზარდი სამხედრო ძალით“ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს