ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
ცნობისთვის, 25 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ 26 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიიღებს უსაფრთხოების სამიტამდე მოსამზადებლად, რომლის ჩატარებაც 27 მარტს იგეგმება.
საუბარია “მსურველთა კოალიციის” სამიტზე, რომელიც ომის შემდგომი დარეგულირების უზრუნველყოფის საფუძველს ამზადებს და რომლის პირველი შეხვედრა მარტის დასაწყისში ლონდონში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს