ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსში ხანძარი იყო

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის სხვენზე ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამო, კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!