“დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს…” – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს დათო ლიკლიკაძე

· 99
იტალიაში ქართველი ახალგაზრდა ქალი მარიამ სირბილაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ იინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გოგონას გარდაცვალებას ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა.
“წარმოუდგენელი ამბავი მჭირს. დედაჩემის გაზრდილი მარო აღარ გვყავს. ყველას იმედი და მოამაგე დაგვეღუპა, აწი აღარ ვიცით რა ვქნათ? ქეთი ბერძენიშვილი რომ მომიკვდა (ჯერ არ გამიაზრებია), მერე ჩემი გიზო სოროზანაშვილი რომ მომიკვდა და მერე ჩემი ბაჯო (მანანა) ჯინჭარაძე, მეგონა საკმარისი იყო იმისთვის რომ გავგიჟებულიყავი…. ჩემი “ვართქიშა” (ასე ეძახდა დედაჩემი), ჩვენი საზოგადოების მარიამ სირბილაძე მოგვიკვდა…. წარმოუდგენელი ამბავია…. წარმოუდგენელი”