“ეს წერილი მინდა დავიწყო მადლობით!
მადლობა ქართველ ქალებს, დედებს და დებს!
მადლობა, მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმარ, ძლიერ და გაუტეხელ ქალს მზია ამაღლობელს!
“გავრილოვის ღამიდან” მოყოლებული არაერთგზის მითქვამს ეს სიტყვები: “ამ პროცესში ქალების იმედი უფრო მაქვს”.
ჯერ კიდევ გნეუს პომპეუსის ლაშქრობის დროინდელ ისტორიულ წყაროებში ვხვდებით ამბავს თუ როგორ შეუპოვრად იბრძოდნენ ქართველი ამორძალები. ქედს ვიხდი თქვენს წინაშე! რუსთაველი ტყუილად არ წერს “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია”.
არაერთხელ ვიყავი ქალების მარშის მონაწილე და მინდა გითხრათ, რომ ვამაყობ თქვენით!
დღეს უშიშარ ქალთა, დედათა, დათა და ცოლთა წვლილი ჩვენს ბრძოლაში უაღრესად დიდია!
არ შემიძლია არ შევეხო იმ უძლიერეს ემიგრანტ დედებს, რომლებიც გადახვეწილნი არიან შორს სამშობლოსგან და ოჯახებისგან, რათა უზრუნველყონ მათი შვილები და ოჯახები, ქვეყნის ეკონომიკაც მათზე დგას. თქვენ გმირი დედები ხართ, როგორც დედაჩემი!
მე ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ ერთად ავაშენებთ ისეთ საქართველოს, როგორზეც ვოცნებობთ!
თქვენ ქართველი ქალები ჩვენი დროის მარო მაყაშვილები ხართ! ეს ფაქტი მე მარწმუნებს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!
პატივისცემით თქვენი თანამებრძოლი, ირაკლი ქერაშვილი” – ვკითხულობთ რეჟიმის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის წერილში, რომელსაც GrlzWave ავრცელებს.