ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.75 თეთრით. 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6854 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9413 ლარი.
მას შემდეგ, რაც -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.95 ლარად.

ასევე დაგაინტერესებთ