ს მრჩეველი – სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, „ჩატში“ ჯგუფი მე შევქმენი – ჟურნალისტს, რომელიც „ჩატში“ აღმოჩნდა არ ვიცნობ, ვაპირებთ საქმე გამოვიძიოთ

სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, „ჩატში“ ჯგუფი მე შევქმენი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის, ს მრჩეველმა, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს ჯგუფი მე შევქმენი. ეს სამარცხვინოა და ვაპირებთ ეს საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „ჩატში“ შეცდომით აღმოჩნდა, არ იცნობს.
„შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვიცნობ. მისი საშინელი რეპუტაციის შესახებ ვიცი და ის ნამდვილად საშინელი ჟურნალისტია. მას პრეზიდენტი სძულს. მასთან მიმოწერა არ მაქვს და ჩემს ტელეფონში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს. გავარკვევთ, როგორ მოხდა ეს“, – აღნიშნა უოლცმა.
ცნობისთვის, The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად წერს იმის შესახებ, რომ 11 მარტს, -ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის „ჩატში“, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო. გოლდბერგის ცნობით, „ჩატში“, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ მაიკ უოლცმა „გაკვეთილი ისწავლა“ და მას არ გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა