ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზსა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე, ამ კუთხით მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებსა და გეგმებზე.
„ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და დან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე.
სტუდენტებთან შეხვედრისას, ასევე, განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხები და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ