სალომე ზურაბიშვილი – 31 მარტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა, ყველანი ერთად შევხვდებით

31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 31 მარტს ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ ის დღე, როცა „სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას“.
„მინდა, რომ ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და „კი“ ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა