რუსტემ უმეროვი – რუსეთის მიერ სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და უკრაინას სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება

უკრაინა და შავ ზღვაში უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ, რუსული სამხედრო გემები აღმოსავლეთში უნდა დარჩნენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
“ყველა მხარე შეთანხმდა უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების შეწყვეტაზე და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.
მნიშვნელოვანია! უკრაინული მხარე ხაზს უსვამს: ს მიერ საკუთარი სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და განხილულ იქნება, როგორც შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ვალდებულებების დარღვევა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ს სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება,” – წერს უმეროვი.