სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

ზურაბიშვილის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრისას „ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ“.
ამასთან:
· „შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს“;
· „სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს“;
· ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით„ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა“.
რამდენიმე საათით ადრე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სეიმში და ლიეტუვასა და ევროკავშირს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა შეინარჩუნონ კავშირები კავკასიის რეგიონთან და არ დაკარგონ სანდო მოკავშირე საქართველოს სახით.
ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
ლიეტუვის მთავრობა ხელს უჭერს საქართველოს კურსს ევროკავშირისკენ და ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებს. ლიეტუვის მთავრობა სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ არაერთ მაღალჩინოსანს ანტიდასავლური ქმედებებისა და დემონსტრაციების ჩახშობის გამო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ბესო შენგელია არის დევნილი, რომელიც ბევრს მუშაობს ამ თემებზე… “ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან გასული საწვავის 85% პირდაპირ საოკუპაციო ძალებთან მიდის და მარაგდება უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართული სამხედრო-სტრატეგიული ობიექტები”

ზურა-გირჩი ჯაფარიძე: ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც გაუბაზრდა რომ არასრულწლოვნების ‘კაჩაობის’ დაორგანიზებაში მონაწილეობდა პატრონის შვილის დავალებით და შემდეგ ამაზე მასთან ერთად ღლაბუცობდა