გვარამია და ვაშაძე სოლიდარობას უცხადებენ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, თავადაც არ მივლენ „ოცნების“ კომისიის სხდომებზე

ოპოზიციონერი ლიდერები, („კოალიცია ცვლილებისთვის“) და („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“) მხარდაჭერას უცხადებენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, სა და ბადრი ჯაფარიძეს „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში მიუსვლელობის გამო შესაძლო პასუხისგების გამო.
„მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.
„ჩემი სრული ხარდაჭერა მამუკას და ბადრის და ყველა იმ ადამიანს ვინც მზად არის ბოლომდე ებრძოლოს რეჟიმს“, – წერს გიორგი ვაშაძე ფეისბუკზე.
ნიკა გვარამიას განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვი“ წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კომისიაში:
„არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი“, – აცხადებს ის.
გვარამიას შეფასებით, კომისიის მუშაობის მიზანია „ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია“.
გიორგი ვაშაძე კომისიის მუშაობას უწოდებს „მორიგ ფარსს“ და ჩამოთვლის ოპოზიციონერების დაბარების სამ მიზეზს:
· „თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი იძულებით დაბარება ხალხთან პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტად გამოიყენოს;
· გამოუცხადებლობა გამოიყენოს ჩვენზე რეპრესიებისთვის და შექმნას ჩვენი სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ცრუ საფუძვლები, რისთვისაც რა თქმა უნდა, მზად ვართ;
· საზოგადოების ყურადღება, მისივე შექმნილი კრიზისიდან და რეალური პრობლემებიდან, სხვა მხარეს გადაიტანოს“.
„ივანიშვილს უნდა, თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად, ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, ს ინიციატივაა, ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართონ.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადეს, არ აპირებენ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა მიიღონ და მას ცირკი უწოდეს.